უკრაინის არმიის მიერ რუსეთის ქალაქ გრაივორონის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბელგოროდის რეგიონის ქალაქის დაბომბვის შედეგად დაღუპულია ტერიტორიული თავდაცვის წევრი, რომელიც მონაწილეობას იღებდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა კომერციული შენობა, შვიდი კერძო სახლი, ორი ავტოფარეხი და ორი მანქანა.