ისრაელი უარყოფს, რომ მისმა ჯარებმა ღაზის სექტორში, ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრებში პალესტინელებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 30-მდე ადამიანი დაიღუპა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ინციდენტს იკვლევენ და მედიას მოუწოდებენ, მხოლოდ სანდო ინფორმაციას დაეყრდნოს. მანამდე ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის მიერ განხორციელებულ ორ თავდასხმას მინიმუმ 29 ადამიანი ემსხვერპლა.
უწყების მტკიცებით, ღაზის ცენტრალურ ნაწილში, ალ-ნუსეირატას ბანაკში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრზე საჰაერო თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა.