ვეტერანი ფეხბურთელების დაჯილდოება

14 მარტი 2024, 20:41 1459 ნახვა

საქველმოქმედო ფონდი “ოცნების” უმაღლესი ჯილდო გადაეცა დღეს ასლან ბალაძეს, რევაზ ჩელებაძესა და დინამო ბათუმის” პრეზიდენტს არჩილ ბერიძეს. ფონდის ხელმძღვანელმა სპორტსმენები საფეხბურთო ისტორიაში შეტანილი წვლილისთვის, გუნდის პრეზიდენტი კი ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობისთვის დააჯილდოვა. ფონდი “ოცნების “უმაღლესი ჯილდო, მისი ხელმძღვანელის თქმით, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პირებს განსაკუთრებული როლისთვის გადაეცემათ. მათ შორის სპორტსმენებს და ხელოვანებს. რევაზ ჩელებაძეს, ასლან ბალაძეს და არჩილ ბერიძეს ჯილდო ბათუმის მთავარ სტადიონზე გადაეცათ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში