პროტესტი ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით 

10 მარტი 2024, 10:58 419 ნახვა

ისრაელის სხვადასხვა ქალაქში რამდენიმე კვირაა ანტისამთავრობო აქციები იმართება. მომიტინგეები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომას ითხოვენ.

მედიის ინფორმაციით მოქალაქეები სკანდირებდნენ „არ გავჩერდებით, სანამ ნეთანიაჰუს არ დააპატიმრებენ, არა ტერორისტების მთავრობას“.

აქციის მონაწილეები ასევე აღნიშნავდნენ, რომ პრემიერი დამნაშავეა.

ისრაელის პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც სამართალდამცავებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაკავებულია 16 ადამიანი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი