ვითარება ღაზის სექტორში კრიტიკულია. გაუმართაობის გამო ჩამოვარდა საჰაერო ბურთი, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარება გადაჰქონდა. შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი.
პარალელურად კი ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ბოლო 24 საათში ისრაელის თავდასხმების შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა, 104 კი დაშავდა.
ბოლო მონაცემებით 7 ოქტომბრის შემდეგ სექტორში 30 878-მდე ადამიანია გარდაცვლილი.