სტუდენტების პროტესტი ათენში

09 მარტი 2024, 10:44 551 ნახვა

ათენში განათლების კანონპროექტი გააპროტესტეს. აქციაზე მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა. ბერძენმა სტუდენტებმა პოლიციას ე.წ მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს, რის საპასუხოდაც სამართალდამცავებმა ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. საპროტესტო აქციები ათენში რამდენიმე კვირაა იმართება.

სტუდენტების თქმით, განათლების ახალი რეფორმა გააუფასურებს საჯარო უნივერსიტეტების ხარისხს და უცხოურ კერძო უნივერსიტეტებს ქვეყანაში ფილიალების შექმნის საშუალებას მისცემს.

ქვეყნის პრემიერ მინისტრმა დეპუტატებს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი