ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ჰაერიდან მიწოდებისას ერთ-ერთი პარაშუტი არ გაიხსნა - დაიღუპა 5 ადამიანი, 11 კი დაშავდა

09 მარტი 2024, 10:52 306 ნახვა

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ჰაერიდან მიწოდებას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა. ამის შესახებ, CBS News-ი „ჰამასის“ მიერ მართულ ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი პარაშუტი არ გაიხსნა, რის გამოც ტვირთი ადამიანებს დაეცა.

8 მარტს აშშ-მა, იორდანიამ, ეგვიპტემ, საფრანგეთმა, ნიდერლანდებმა და ბელგიამ თვითმფრინავებიდან ღაზის სექტორის მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდეს. როგორც CBS-ს პენტაგონში განუცხადეს, წინასწარი მონაცემებით, ამერიკული თვითმფრინავი არაა პასუხისმგებელი ადამიანთა დაღუპვაზე, თუმცა, გამოძიება გრძელდება.

ინციდენტზე პასუხისმგებლობას იხსნიან იორდანიის ხელისუფლებაშიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში