აშშ-ში თეთრ სახლთან პრეზიდენტის გამოსვლამდე საპროტესტო აქცია გაიმართა. პროპალესტინელებმა კაპიტოლიუმსა და თეთრ სახლს შორის არსებული ერთ-ერთი გზა გადაკეტეს. ისინი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვდნენ და ბაიდენი ისრაელის მიმართ მხარდაჭერის გამო გააკრიტიკეს.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები. დაკავების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.