ერთიანობა და სოლიდარობა იქნება შვედეთის, როგორც ნატო-ს წევრის, სახელმძღვანელო - შვედეთის პრემიერი

08 მარტი 2024, 08:45 383 ნახვა

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის მთავრობას ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებული საბოლოო დოკუმენტი გადასცა. ცერემონია ვაშინგტონში გაიმართა. ულფ კრისტერსონის განცხადებით, ეს ისტორიული დღეა.

შვედეთი ნატო-ს ყველა მოკავშირის მოლოდინებს გაამართლებს. პრემიერმა აღნიშნა, რომ შვედეთი იზიარებს ტვირთს, პასუხისმგებლობასა და რისკებს სხვა მოკავშირეებთან ერთად.

კრისტერსონმა აქვე დაამატა, რომ რეგიონში უსაფრთხოების დონე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი სერიოზული არ ყოფილა. 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი