აშშ-ის საელჩოსა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ 

08 მარტი 2024, 11:04 303 ნახვა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და რუსეთში აშშ-ს საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებენ. საელჩოს განცხადებით, ექსტრემისტები მოსკოვში დიდ შეკრებებზე თავდასხმას გეგმავენ.

რუსეთში მოგზაურობასთან დაკავშირებით რჩევა კი მე-4 დონეზეა - არ იმოგზაუროთ.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სიტუაცია რუსეთში არაპროგნოზირებადია. მათი თქმით, ტურისტული დაზღვევა შეიძლება გაუქმდეს, თუ ბრიტანელები რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრებიან.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში