ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩავესის დაბადების დღეს დაუმთხვიეს

06 მარტი 2024, 09:02 268 ნახვა

ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივლისს გაიმართება,კენჭისყრის ზუსტი თარიღი  ეროვნული საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელმა დაასახელა. პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, სავარაუდოდ, ხელახლა იყრის კენჭს არჩევნებში, მაგრამ უცნობია, თუ ვინ გაუწევს მას ოპონირებას.   

ოპოზიციონერ მარია კორინა მაჩადოს, რომელმაც გასული წლის ოქტომბერში ოპოზიციის პრაიმერისში აბსოლუტური გამარჯვება მოიპოვა, იანვარში უზენაესმა სასამართლომ  საჯარო თანამდებობის დაკავება აუკრძალა.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას  შეერთებული შტატების მხრიდან სანქციების აღდგენა გამოიწვია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში