ფერმერების პროტესტის გამო, სატვირთო ავტომობილებისთვის უკრაინისა და პოლონეთის საზღვარზე ყველა გამშვები პუნქტი ბლოკირებულია

03 მარტი 2024, 15:52 519 ნახვა

უკრაინისა და პოლონეთის საზღვარზე ექვსივე გამშვები პუნქტი სატვირთო ავტომობილებისთვის ბლოკირებულია. ამის შესახებ, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის სამსახური იუწყება.

უცხოური მედიის ინფორმაციით, სატვირთოების მოძრაობა პოლონელ ფერმერებს აქვთ ბლოკირებული. ამის გამო, საზღვარზე 2 400 სატვირთო ავტომობილია გაჩერებული.

ყველაზე გრძელი რიგი გამშვებ პუნქტ „კრაკოვეცთან“ და „იაგოდინოსთან“ დგას.

ცნობისთვის, ფერმერების აქციები პოლონეთში რამდენიმე დღეა გრძელდება. დემონსტრანტები უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეუზღუდავი ექსპორტის წინააღმდეგ გამოდიან, ასევე, ევროკავშირის გარემოსდაცვითი რეგულაციების შემსუბუქებას ითხოვენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი