პარტნიორებისგან მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა გვჭირდება - ვოლოდიმირ ზელენსკი

02 მარტი 2024, 13:52 408 ნახვა

პარტნიორებისგან მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა გვჭირდება, - ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსების მიერ ოდესის დაბომბვის შემდეგ განაცხადა.

„რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომს აგრძელებს. Shahed-ების თავდასხმა: ოდესის, ხარკოვის, სუმის ოლქებში. ოდესაში მტრის ერთ-ერთი დრონი საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა. 18 ბინა განადგურდა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, რუსების თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა, მათ შორის, ერთი ბავშვი.

„ჩვენი პარტნიორებისგან მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა გვჭირდება. აუცილებელია უკრაინის საჰაერო ფარის გაძლიერება, რათა ჩვენი ხალხი რუსული ტერორიზმისგან დავიცვათ. მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, მეტი რაკეტა საჰაერო თავდაცვისთვის - ეს არის ის, რაც სიცოცხლეს გადაარჩენს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

რუსეთის მიერ ოდესაზე მიტანილი იერიშის შედეგად მრავალსართულიანი სახლი ჩამოინგრა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში, 82 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსეთმა სულ განახორციელა ცხრა სარაკეტო და 100 საავიაციო დარტყმა და 161-ჯერ გაისროლა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. უკრაინელმა ჯარისკაცებმა შეძლეს რუსეთის არმიის შეტევების მოგერიება ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის მიმართულებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი