ღაზის სექტორში, ისრაელის იერიშის შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 800-მდე პირი დაშავდა

01 მარტი 2024, 10:11 405 ნახვა

100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 800-მდე პირი დაშავდა ღაზის სექტორში, ისრაელის იერიშის შედეგად. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მოსახლეობა ჰუმანიტარული დახმარების რიგში იყო.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის განცხადებით, ათასობით ადამიანი დახმარების კოლონისკენ მიემართებოდა. დანიელ ჰაგარის თქმით, ზოგიერთმა ძალადობრივი ქმედება დაიწყო, რის გამოც ისრაელის ჯარებმა გამაფრთხილებელ გასროლა განახორციელეს. 

მომხდარის გამო „ჰამასი“ ისრაელთან მძევლების გათავისუფლების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების გაგრძელების საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. 

შემთხვევას გამოემხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტიც. ბაიდენის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია სექტორში მომხდარს სწავლობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი