ქობულეთის საკრებულოს სხდომა

29 თებერვალი 2024, 14:08 785 ნახვა

ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე სიტყვიერი კამათი მოჰყვა ზღვისპირა ზოლში ორი ტყუპი ცათამბჯენის მშენებლობის პროექტის განხილვას.

ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ პროექტი ისე დაამტკიცა თვითმმართველმა ორგანომ, რომ დოკუმენტი არ წაუკითხავთ, რადგანაც მასში მითითებულია, რომ ცათამბჯებნების მშენებლობას ბათუმის მცხოვრებლები ეთანხმებიან.

ამას "ქართული ოცნების" წევრებმა მექანიკური შეცდომა უწოდეს და  "ნაციონალურ მოძრაობას" წინა ხელისუფლების დროს ქობულეთში ერთ ლარად გასხვისებული მიწის ნაკვეთების პროექტები შეახსენეს.

საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ახალი ინვესტიციები და ტურისტულად ქალაქის განვითარება პირველ რიგში მოსახლეობის ინტერესებშია და პროექტი კანონის სრული დაცვით ხორციელდება.

საკრებულოს სხდომაზე მერის მოადგილემ მიმდინარე პროგრამული ბიუჯეტის პროექტზე ისაუბრა, რომელიც არაფინანსური აქტივების კლებისა და თავისუფალი ნაშთიდან მიღებული შემოსავლებია 2 მილიონზე მეტი ლარით გაიზარდა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი