აშშ-ის ილინოისის შტატის სასამართლომ შეერთებული შტატების დონალდ ტრამპს „რესპუბლიკური პარტიის“ წინასწარ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა.
ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი საადვოკატო ჯგუფმა შეიტანა.
ტრამპის ადვოკატებს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლიათ, მათ 1-ელ მარტამდე უზენაეს სასამართლოს უნდა მიმართონ. მანამდე ანალოგიური გადაწყვეტილებები კოლორადოსა და მენის შტატებმა მიიღეს. სარჩელი ტრამპის წინააღმდეგ კი 16 შტატშია შეტანილი.