 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            ღაზის სექტორის „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის თავდასხმების შედეგად 7 ოქტომბრის შემდეგ 30 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად „ჰამასის“ დაახლოებით 12 000 წევრი დაიღუპა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ბოლო 24 საათში განადგურებულია 8 მნიშვნელოვანი სამიზნე, ასევე გვირაბები იმ ადგილის მახლობლად, საიდანაც რაკეტების გასროლა დაფიქსირდა. მათივე განმარტებით, სამხედრო ოპერაცია გრძელდება ქალაქ ხან იუნისსა და ჩრდილოეთ ღაზაშიც.
რაც შეეხება ღაზის სექტორის დახმარებას, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ღაზის სექტორში დახმარების გაგზავნას საჰაერო გზით განიხილავს.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            