"კიბერსივრცისა და კიბერუსაფრთხოების არსი, გამოწვევები და შესაძლებლობები“ - ქობულეთში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დისკუსია გაიმართა.
კიბერჰიგიენის ძირითად მიდგომებზე, ონლაინ სივრცეში არსებულ პრობლემებსა და საფრთხეებთან გამკლავების მეთოდებზე ისაუბრეს შეხვედრაზე.
როგორც პროექტის ორგანიზატორები ამბობენ, მიზანი ცოდნის გაღრმავებაა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.