დიდმა ბრიტანეთმა აქტივები გაუყინა რუსეთის იმ ციხის მაღალჩინოსნებს, რომელშიც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. სანქცირებულთა სიაში არის ექვსი პირი, რომელთაც დიდ ბრიტანეთში ვიზიტიც ეკრძალებათ.
„არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი რუსული სისტემის მჩაგვრელ ბუნებაში, სწორედ ამიტომ, ჩვენ დღეს სანქციებს ვუწესებთ ციხის მაღალჩინოსნებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მის პატიმრობაზე იმ კოლონიაში, სადაც მან გაატარა ბოლო თვეები. ნავალნის მიმართ სასტიკ მოპყრობაზე პასუხისმგებელ პირებს არ უნდა ჰქონდეთ ილუზია – ჩვენ მათი პასუხისმგებლობის საკითხს დავაყენებთ“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა.
ბრიტანეთის მთავრობა ასევე ითხოვს ალექსე ნავალნის ცხედრის დაუყოვნებლივ გადაცემას მისი ოჯახისთვის, ამასთან გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას.