ამერიკა ალექსეი ნავალნის გარდაცვალებისა და უკრაინაში ორწლიანი ომის გამო პარასკევს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მთავარ პაკეტს გამოაცხადებს-განაცხადა ჯო ბაიდენმა.
კალიფორნიაში გამგზავრების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას, დაგეგმილი სანქციების დეტალებზე არ უსაუბრია, მაგრამ თქვა, რომ პარასკევს პაკეტის შესახებ დამატებით ინფორმაციას მიაწოდებს.
მანამდე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციების ფართო სპექტრი დააწესა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან არის დაკავშირებული.