 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            პარლამენტში დღეს კენჭი უყარეს ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ჩიქოვანისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.
დადგენილების პროექტს ირაკლი კობახიძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ 86-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ირაკლი ჩიქოვანისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას კი მხარი 78-მა კანონმდებელმა დაუჭირა.
აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ირაკლი კობახიძემ და ირაკლი ჩიქოვანმა აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლეს და პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობები დაიკავეს.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            