 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების სხდომის დაწყებამდე, ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს შეხვდა.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ კი, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მერვე სხდომაზე გადაინაცვლეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში 19 თებერვალს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატო-ში. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ამასთან, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ასევე მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            