რუსეთი სარგებლობს უკრაინის დახმარების გაჭიანურებით, ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია - ზელენსკი

20 თებერვალი 2024, 10:21 400 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი სარგებლობს უკრაინის დახმარების გაჭიანურებით და დასძინა, რომ სიტუაცია რაიონებში, სადაც რუსეთის ჯარები არიან მობილიზებული, უკიდურესად რთულია.

„ახლა უკიდურესად რთული ვითარებაა ფრონტის ხაზის რამდენიმე მონაკვეთში, ზუსტად იქ, სადაც რუსეთის ჯარებს აქვთ მაქსიმალური რეზერვები ჰყავთ მობილიზებული. ისინი სარგებლობენ უკრაინის დახმარების გაჭიანურებით და ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

გასული ღამის განმავლობაში, საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული ხერსონის, ზაპოროჟიესა და მიკოლაევის ოლქებში, სადაც რუსული ძალების მიერ გაშვებული დრონების დიდი რაოდენობა შეინიშნებოდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ზაპოროჟიეს მიმართულებით, მალინოვკასა და რაბოტინოს მიდამოებში მტრის 10 შეტევა მოიგერიეს. გენერალური შტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით, არტილერიითა და ნაღმმტყორცნებით 20-ზე მეტი დასახლება დაბომბეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი