უკრაინაში ომი გრძელდება. ოკუპანტის თავდასხმას ხარკოვზე 2 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები, დაბომბვის შედეგად ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელ კორპუსშიც. ქვეყნის აღმოსავლეთით აგრესორის მიერ ბალისტიკური საფრთხის გამოყენების გამო, საჰაერო განგაში გააქტიურდა, აფეთქებები დაფიქსირდა პოლტავას ოლქში.
რთულია ვითარება ავდიივკაში, თუმცა ოფიციალური კიევის წარმომადგენლების განცხადებით სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
ჯონ კირბის თქმით, არსებობს ავდიივკას დაპყრობის საშიშროება, რადგან უკრაინელ დამცველებს საკმარისი იარაღი არ აქვთ. მან კონგრესს უკრაინის ფინანსური დახმარების პაკეტის სწრაფად დამტკიცებისკენ მოუწოდა.