ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი მხარს უჭერს ჯულიან ასანჟის ავსტრალიაში დაბრუნების ინიციატივას

15 თებერვალი 2024, 08:03 378 ნახვა

ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა   მხარი დაუჭირა ვიკილიქსის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის ავსტრალიაში დაბრუნების მოთხოვნით პარლამენტის ქვედა პალატის ინიციატივას, რომელიც ლონდონის უმაღლეს სასამართლოში მომავალ კვირას მის ექსტრადიციაზე მოსმენის წინ შეიტანეს.   

ამერიკელი ოფიციალური პირები ცდილობენ ასანჟის ექსტრადირებას ბრიტანეთის ციხიდან შეერთებულ შტატებში, სადაც ის აშშ-ს კონფიდენციალური სამხედრო ჩანაწერებისა და დიპლომატიური დოკუმენტების დიდი რაოდენობით გამოქვეყნების გამო სისხლის სამართლის ბრალდებით იძებნება.

ადრე დიდმა ბრიტანეთმა ასანჟის ექსტრადიციის შესახებ ნებართვა გასცა, რომელიც  ბრალდებულმა გაასაჩივრა. 

20-21 თებერვალს   ორი მოსამართლე საჯაროდ განიხილავს ადრინდელ გადაწყვეტილებას, როცა ასანჟს აპელაციაზე უარი ეთქვა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი