ძლიერი ქარის გამო ავსტრალიის ვიქტორიას შტატის მასშტაბით ასობით ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
დაწყვეტილი ელექტროგადამცემი ხაზების გამო ხანძარიც გაჩნდა, რომელთან ბრძოლშიც ხუთი მეხანძრე დაშავდა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შტატის სამხრეთში ერთი ადამიანი ჰაერში მფრინავი ნამსხვრევების მოხვედრის შედეგად დაიღუპა.
მელბურნის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა და დაიხურა 10 სკოლა და ათობით საბავშვო ბაღი.