სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მაღალმთიანეთში

11 თებერვალი 2024, 20:08 686 ნახვა

აჭარის მაღალმთიანეთში დამეწყრილი ტერიტორიების გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. საავტომობილო მიმოსვლა ხულოსა და ქედის თითქმის ყველა სოფელში, რომლებიც სტიქიის გამო ჩაკეტილი იყო აღდგენილია.

დარჩენილია რამდენიმე მიმართულება, სადაც მუნიციპალიტეტების მერების ინფორმაციით, გზები უახლოეს დღეებში გაიწმინდება. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. 

პირველ ეტაპზე აღდგენილია ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი გზები. გაიწმინდება ასევე შიდა სასოფლო.

პრობლემები მაღალმთიან აჭარას 6 თებერვლის უხვმა ნალექმა შეუქმნა. მეწყერი არაერთ ლოკაციაზე განვითარდა.

სტიქიას სამწუხაროდ 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი