მუნიციპალიტეტებში მეწყერის სალიკვიდაციო სამუშაოები კვლავ გრძელდება. გადაადგილება უკვე შესაძლებელია სხალთა ხიხაძირის დამაკავშირებელ გზაზეც, თუმცა სამუშაოები გრძელდება, ადგილზე მიწის მასის გატანას ახორციელებენ. უსაფრთხო ადგილას გაყვანილია ხულოდან 44, ხოლო შუახევიდან 30-მდე ოჯახი.
ტერიტორიებს გეოლოგიური სამსახური სწავლობს. იწმინდება შიდა საუბნო გზებზე ჩამოწოლილი მიწის მასებიც.
რაც შეეხება მოსახლეობის კომპენსირებას დამოკიდებულია გეოლოგიურ დასკვნაზე, რომელსაც ექსპერტები მოამზადებენ.
მუნიციპალიტეტებში კვლავ ფუნქციონირებს 24 საათიანი შტაბი.