ქედაში ამ დროისთვის 10 მიმართულებითაა სოფლის ცენტრთან მისასვლელი გზები ჩაკეტილი. გადაუღებელი წვიმების შედეგად მეწყრული კერები 150 ლოკაციაზე განვითარდა და 100-მა ოჯახმა გეოლოგების რეკომენდაციით, საკუთარი საცხოვრებელი დატოვა, ისინი ალტერნატიულ ფართში გაიყვანეს.
მუნიციპალიტეტში იმყოფება აჭარის გეოლოგიური სამსახურის ორი ჯგუფი და დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას სწავლობს. დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. ქედის მერიის ინფორმაციით, მუშაობს 22 ერთეული ტექნიკა.
რაც შეეხება ბათუმი -ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალს, დამეწყრილ ტერიტორიებზე მოძრაობა აღდგენილია. გადაადგილება ამ დროისთვის სოფელ პირველი მაისის მონაკვეთზე ცალმხრივადაა შესაძლებელი.
ტერიტორიაზე მუშაობს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა.