ჰამასმა გამოაქვეყნა განცხადება ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჩარჩო შეთანხმების საპასუხოდ. ჰამასის განცხადებაში ნათქვამია, რომ იგი "პოზიტიური სულისკვეთებით პასუხობს წინადადებას ყოვლისმომცველი და სრული ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფის, პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის დასრულების, ღაზის სექტორის ალყის მოხსნისა და ტყვეთა გაცვლის დასრულების შესახებ.
კატარისა და ეგვიპტის შუამავლების საპასუხოდ ჰამასი ცეცხლის შეწყვეტის სამეტაპიანი გეგმით გამოდის, რომლის თანახმად დაჯგუფება გაცვლის 7 ოქტომბერს აყვანილ მძევლებს პალესტინელ ტყვეებზე, უზრუნველყოფს ღაზის რეკონსტრუქციას, უზრუნველყოფს ისრაელის ჯარების სრულ გაყვანას და ცხედრების გაცვლას.
მხარეებთან დაახლოებულმა წყაროებმა განაცხადეს, რომ ზავი მინიმუმ 40 დღე გაგრძელდება.