მეწყერი ხელვაჩაურში

06 თებერვალი 2024, 14:05 833 ნახვა

უხვი ნალექის გამო მეწყრული პროცესები განვითარდა ხელვაჩაურშიც. ამ ეტაპზე ცენტრალური საავტომობილო გზები გაწმენდილია, ეტაპობრივად კი მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების დასუფთავება.  მერიის ინფორმაციით, მოსახლეობას ამ ეტაპზე გადაადგილების პრობლემა არა აქვს.

მძიმე ტექნიკა ამჟამად სოფელ ჩხუტუნეთში მუშაობს, ხოლო ამავე სოფელში ერთ-ერთ ლოკაციაზე სახლთან ჩამოწოლილი მეწყრის გაწმენდას რამდენიმე დღეში დაიწყებენ, რადგან უამინდობის გამო ვერ ხერხდება, თუმცა ოჯახის გაყვანის აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას.

ზაზა დიასამიძის განცხადებით, ძლიერი ქარის გამო ოთხ ოჯახში სახურავი დაზიანდა, აღდგენითი სამუშაოები კი გამოდარებისთანავე დაიწყება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში