ავსტრალია ჩინეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას გმობს

05 თებერვალი 2024, 14:05 431 ნახვა

ავსტრალია პეკინის სასამართლოს გადაწყვეტილებას გმობს, რომელმაც ავსტრალიელ მწერალს იან ჰენძიუნს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა - ამის შესახებ ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

იან ჰენძიუნი არის ჩინეთში დაბადებული ავსტრალიის მოქალაქე და ბლოგერია.  მას ბრალი ედება ჯაშუშობაში იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც ჩინეთი საჯაროდ არ ასახელებს და არც საქმის დეტალებს ასაჯაროებს.

პეკინის სასამართლოში დახურული სხდომა  2021 წლის მაისში გაიმართა. ბრალდებული უარყოფს ავსტრალიის ან შეერთებული შტატების სასარგებლოდ  ჯაშუშად მუშაობას. 

იან ჰენძიუნი  წერდა  ჩინეთისა და აშშ-ს პოლიტიკაზე, მან ასევე დაწერა ჯაშუშური რომანების სერია დაკავებამდე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი