ლოს-ანჯელესში ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს, გრემის დაჯილდოების 66-ე ცერემონია გაიმართა. ნომინანტები 94 კატეგორიაში იყვნენ წარმოდგენილი.
წლის საუკეთესო ალბომისთვის გრემი ამერიკელ მომღერალს ტეილორ სვიფტს მიენიჭა. იგი გახდა პირველი შემსრულებელი, რომელმაც ეს პრესტიჟული ჯილდო ოთხჯერ მიიღო.
ამერიკელმა მომღერალმა ბილი აილიშმა ფილმისთვის "ბარბი“ დაწერილი სიმღერისთვის გრემი წლის სიმღერის ნომინაციაში მიიღო. წლის ჩანაწერის კატეგორიაში გაიმარჯვა მაილი საირუსმა სიმღერისთვის ყვავილები. საუკეთესო ახალი შემსრულებლის კატეგორიაში ვიქტორია მონემ გაიმარჯვა.
სტივ უანდერმა, ფანტაზიამ და ენი ლენოქსმა განსაკუთრებული პატივი მიაგეს თინა ტერნერის ტონი ბენეტისა და სინეად ო'კონორის ხსოვნას.
ლენოქსმა თავისი გამოსვლა დაასრულა პოლიტიკური მოწოდებით და ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა.