სენეგალში არჩევნების გადადებას არეულობა მოჰყვა

05 თებერვალი 2024, 09:58 268 ნახვა

პოლიტიკური კრიზისისა და   სამოქალაქო არეულობის  წინაშე დგას სენეგალი.  სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მომიტინგეთა  დასაშლელად, რომლებმაც  დედაქალაქ დაკარში 25 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნების გადადება გააპროტესტეს. 

პრეზიდენტმა შაბათს გამოაცხადა, რომ  კენჭისყრა  გაურკვეველ ვადამდე კანდიდატთა სიაზე დავის გამო გადაიდო.  

ეს გადაწყვეტილება ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ინსტიტუციურ გადატრიალებად მიიჩნიეს.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში