ფილმი ლეგენდარულ ვიქტორ სანეევზე 

04 თებერვალი 2024, 20:05 571 ნახვა

ქართულ სპორტს თავისი დიდი სახელი აქვს მსოფლიო სპორტში, მაგრამ მათ შორისაც არიან ისეთებიც, რომლებიც სამუდამოდ არიან შესული ისტორიაში თავისი განსაკუთრებული უნარებითა და ჩემპიონური სულის გამოვლინებით. სწორედ ასეთი იყო ვიქტორ სანეევი.

სამხტომში ზედიზედ სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი. მიღწევა, რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნის, რადგან სხვას არავის მოუგია ამ სახეობაში ოლიმპიადა სამჯერ, მითუმეტეს ზედიზედ.

ემიგრაციაში წასული და ავსტრალიაში გარდაცვლილი ვიქტორ სანეევის შესახებ მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმს იღებენ. მაყურებელი ნახავს სპორტსმენის ცხოვრების რთულ პერიოდს. ბავშვობას, რომელიც მან სოხუმში გაატარა.

როგორც რეჟისორი ამბობს, გადაღებები თებერვალში, მონტაჟი კი მარტში დასრულდება.

ფილმს ოლიმპიური კომიტეტის დაკვეთით იღებენ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში