ხანძარი ჩილეში - დაღუპულთა რიცხვმა 46-ს მიაღწია

04 თებერვალი 2024, 14:54 392 ნახვა

ჩილეში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 46-მდე გაიზარდა, დაკარგულად ითვლება 200-მდე ადამიანი. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა. გაბრიელ ბორიჩი ვარაუდობს, რომ დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა გაიზარდოს.

ადგილობრივი სატყეო დეპარტამენტის ინფორმაციით, მხოლოდ 3 თებერვალს ქვეყნის მასშტაბით ტყის ხანძრის 143 კერა დაფიქსირდა, რომელთა საერთო ფართობი დაახლოებით 21 ათასი ჰექტარია.

მედიის ინფორმაციით, დაზიანებულია თითქმის ათასი შენობა, განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა ქალაქი ვინია-დელ-მარი, რომელიც ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოდან 120 კილომეტრში მდებარეობს.

ექსტრემალურ სიცხეს და მის შედეგებს იანვრის ბოლოდან ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებიც განიცდიან.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში