სირიასა და ერაყში აშშ-ის საჰაერო დარტყმების გამო, რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვა

04 თებერვალი 2024, 11:35 465 ნახვა

სირიასა და ერაყში აშშ-ის საჰაერო დარტყმების გამო, რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვა. ამის შესახებ, ინფორმაციას გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე დიმიტრი პოლიანსკი ავრცელებს.

მისი განცხადებით, სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმები მშვიდობასა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

რუსი დიპლომატის თქმით, უშიშროების საბჭოში ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყანა, გაიანა სხდომის დანიშვნას 5 თებერვალს გეგმავს.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი გმობს „სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ ამერიკულ-ბრიტანული აგრესიის აქტს“.

ზახაროვამ აშშ სირიასა და ერაყზე დარტყმებით საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფაში დაადანაშაულა. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის შეფასებით, ვაშინგტონი ცდილობს, კონფლიქტში ახლო აღმოსავლეთის უმსხვილესი ქვეყნები ჩაითრიოს.

3 თებერვალს, აშშ-მა ირანთან დაკავშირებულ 7 ობიექტზე მიიტანა იერიში. სამი მათგანი ერაყში მდებარეობს, ოთხი კი სირიაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი