ცხოვრება საფრთხის ქვეშ

15 მარტი 2017, 00:00 3969 ნახვა

თხილვანის მოსახლეობა აგრძელებს საფრთხის ქვეშ ცხოვრებას. სოფლიდან ერთ კილომეტრში განმეორებითი მეწყერი ორი დღის წინ განვითარდა. ადგილობრივები სახელმწიფოსგან ითხოვენ კომპენსაციები დროულად გადაეცეთ. საქართველოს პარლამენტის წევრის ანზორ ბოლქვაძის განცხადებით თხილვანელების განსახლება მარტის ბოლოდან დაიწყება. მოსახლეობის ნაწილი 25 ათას ლარიან პროგრამას იმ პირობით დათანხმდა რომ, პროგრამაში ცვლილება განხორციელდა კონკრეტულად კი თხილვანის მოსახლეობა 25 ათას ლარით მათთვის სასურველ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთს შეიძენს, სადაც სახლებს გადაიტანენ. შეგახსენებთ სოფელ თხილვანაში მეწყერი ორი თვის წინ გააქტიურდა, რამაც საფრთხე 64 ოჯახს შექმნა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში