სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში მძიმდება - გაჩნდა ახალი ცხელი წერტილები - აშშ-ის სამხედრო ძალებმა ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებზე საჰაერო იერიშები მიიტანა. „პასუხის გაცემა დღეს დავიწყეთ'' - აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მის მიერ გაცემული ბრძანების მიხედვით მოქმედება დაწყებულია.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ-ს კონფლიქტის დაწყება არც ახლო აღმოსავლეთში და არც მსოფლიოს სხვა ნაწილში სურს, მაგრამ ამერიკელებზე განხორციელებული თავდასხმები უპასუხოდ არ დარჩება.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის თქმით, სირიასა და ერაყში ავიაიერიშები 85 სამიზნე ობიექტზე განხორციელდა. მათ შორის სამეთაურო, საკონტროლო და სადაზვერვო ცენტრებზე. ასევე, იარაღის საწყობებზე.
არსებული ინფორმაციით, აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად ირანის მიერ მხარდამჭერი 13 მებრძოლი დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას იორდანიაში განხორციელებული თავდასხმას 3 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, დაშავდა 34.