პენტაგონმა ირანთან დაკავშირებული ორგანიზაციის კატაიბ ჰეზბოლას განცხადებასთან დაკავშირებით პირდაპირ კომენტარზე უარი თქვა. შეიარაღებულმა დაჯგუფებამ რეგიონში აშშ-ის ჯარების წინააღმდეგ ყველა სამხედრო ოპერაციის შეჩერების შესახებ განაცხადა.
პენტაგონის პრესსპიკერმა, აღნიშნა, რომ უკვე განხორციელდა სამი თავდასხმა რეგიონში აშშ-ს ძალებზე მას შემდეგ, რაც 28 იანვარს დრონებით თავდასხმა მოხდა იორდანიაში ბაზაზე, რომლის შედეგად დაიღუპა სამი ჯარისკაცი და დაშავდა 40-ზე მეტი.
რაიდერის თქმით, მომხდარს აშშ-ის მხრიდან საპასუხო მოქმედება აუცილებლად მოჰყვება.