უკრაინის ჯარმა ჩრდილოეთ ჟიტომირის ოლქში საბრძოლო წვრთნები გამართეს ბელარუსის საზღვართან მდებარე დათოვლილ პოლიგონზე.
წვრთნებში უკრაინელ სამხედროებთან ერთად მონაწილეობდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც საერთაშორისო ლეგიონში მსახურობენ, ასევე მესაზღვრეები და ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები.
წვრთნები პოლიგონზე გათხრილ სანგრებში საბრძოლო ვაზნების გამოყენებით ჩატარდა, სამხედროებს სამედიცინო მიზნით ევაკუაცია და ასევე საფრენი აპარატებით თავდასხმის აღკვეთა და სადაზვერვო დრონების ნეიტრალიზება ასწავლეს.