არგენტინის პატაგონიის ეროვნულ პარკში ხანძრის შედეგად ათას ჰექტარზე მეტი ტყე დაიწვა. ძლიერმა კვამლმა ხელუხლებელ გარემოს ზიანი მიაყენა. ხანძარი ლოს ალერსის ეროვნულ პარკში გასულ ხუთშაბათს გაჩნდა. ხანძრის მასშტაბმა ცეცხლის განზრახ წაკიდების ეჭვი გააჩინა, რის გამოც ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო.
მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ, რასაც აფერხებს ამინდი და ძლიერი კამლი. ლოს ალერსის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძარი ჯერ კიდევ აქტიურია და რომ მან უკვე დააზარალა ათას ჰექტარზე მეტი ტერიტორია.