ქობულეთში სოფლის ცენტრების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

23 იანვარი 2024, 20:04 674 ნახვა

სოფლის ცენტრების რეაბილიტაციის პროგრამა დაიწყო ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სადაც ამ დროისთვის სოფელ ბობოყვათის ცენტრის რეაბილიტაცია ხორციელდება. სამუშაო პროცესი მძიმე ტექნიკისა და მუშა ხელის დახმარებით აქტიურად მიმდინარეობს. სოფლის ცენტრის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ჯორჯიან სტონუნი" ახორციელებს.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების გაყვანა და მოწესრიგდება. პროექტი 2024 წლის მარტში უნდა დასრულდეს.

კომპანიამ სოფელ ქაქუთშიც უკვე დაასრულა სოფლის ცენტრის მოწესრიგება. როგორც ქობულეთის მერიის მიერ გამოგზავნილ წერილობით პასუხშია ნათქვამი.

ამჟამად ცხრა სოფლის ცენტრების კეთილმოწყობისათვის 3 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი