ევროკავშირის ლიდერები უნგრეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას განიხილავენ, თუ ბუდაპეშტი უკრაინის დახმარების ბლოკირებას გააგრძელებს - "ბლუმბერგი"

23 იანვარი 2024, 13:41 487 ნახვა

ევროკავშირის ლიდერები უნგრეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას განიხილავენ, თუ ბუდაპეშტი უკრაინის დახმარების ბლოკირებას გააგრძელებს. ინფორმაციას "ბლუმბერგი" ავრცელებს.

გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის ლიდერები მზად არიან, უკრაინის დახმარების პაკეტი პირველ თებერვალს დაგეგმილ სამიტზე დაამტკიცონ, მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიცია ექნება უნგრეთს.

სათადარიგო ვარიანტად კი, განხილება, უკრაინის დაფინანსება არა ევროკავშირის ბიუჯეტიდან, არამედ წევრი ქვეყნების მიერ. ასეთ შემთხვევაში, ევროკავშირი განიხილავს უნგრეთისთვის საჯარიმო ზომების დაწესებას, რასაც შესაძლოა, ევროპულ საბჭოში უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევაც კი მოჰყვეს.

ამასთან, როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ევროკავშირის მხრიდან ასეთ ნაბიჯებს შესაძლოა, მოჰყვეს უფრო დიდი კონფრონტაცია, რადგანაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ უკვე თქვა, რომ უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის წინააღმდეგია

შეგახსენებთ,  უნგრეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის დახმარების ბლოკირება შესაძლოა, შეწყდეს, თუ დაფინანსების საკითხი ყოველწიურად გადაიხედება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი