ლიბანი ისრაელთან ომში ჩათრევის გამო შეშფოთებულია

23 იანვარი 2024, 11:59 312 ნახვა

ლიბანი ისრაელთან ომში ჩათრევის მცდელობის გამო შეშფოთებულია -ამის შესახებ ნიუ-იორკში აშშ-ს საგარეო ურთიერთობათა საბჭოში სიტყვით გამოსვლისას ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აბდალა ბუ ჰაბიბმა განაცხადა. "ჩვენ ვწუხვართ, რომ ამ ომისკენ გვიბიძგებენ, მაგრამ ისრაელელებმა კარგად იციან, რომ ეს ომი არ იქნება პიკნიკი"-განაცხადა ლიბანელმა დიპლომატმა. მისი მტკიცებით, ჰეზბოლას ჰამასზე მეტი საშუალება აქვს და ამიტომ ძალიან რთული იქნება. ბუ ჰაბიბი აღიარებს, რომ , ისრაელს ჰყავს საჰაერო ძალები და მას ჰაერზე და ხმელეთზეც დომინირება შეუძლია, თუმცა, ეს ყველასთვის საზიანო იქნება. მიმდინარე თვის დასაწყისში ევროკავშირმა გააფრთხილა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები რეგიონული კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილების აუცილებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ ვერავინ გაიმარჯვებს რეგიონულ კონფლიქტში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში