ჩინეთში მეწყერში მოყოლილ ათობით ადამიანს ეძებენ

22 იანვარი 2024, 11:51 325 ნახვა

ჩინეთში, იუნანის პროვინციაში მეწყერმა ორი ადამიანი იმსხვერპლა , ათობით დაკარგულად ითვლება. შემთხვევის ადგილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. სახელმწიფო მედიის განცხადებით, სულ მცირე 47 ადამიანი 18 ოჯახიდან დაკარგულად ითვლება. ორშაბათს დაკარგულიდან ორი გარდაცვლილი იპოვეს. მეწყერი ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში ქალაქ ჟაოტონგის ორ სოფელს დილის 6 სთ-ზე ჩამოწვა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. უცნობია რამ გამოიწვია მეწყერი. ეროვნული მეტეოროლოგიური ცენტრის განცხადებით, ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე იუნანი, ქვეყნის სამხრეთ რეგიონის რამდენიმე პროვინციას შორის არის, სადაც ამჟამად ცივი ტალღა და ნულოვანი ტემპერატურაა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში