უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შემდეგ ბრიანსკის ოლქში, კლინცის ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა. მისი თქმით, ნავთობის საცავში, სადაც უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა საბრძოლო მასალა ჩამოაგდო, ხანძარი ათას კვადრატულ მეტრ ფართობზეა გავრცელებული.
როგორც ამბობს, წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.
ადგილზე მუშაობენ სახანძრო და სამაშველო ჯგუფები.