მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის V ფაზის დაწყებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს ბათუმის მერიაში.
პროექტის ფარგლებში მოხდება ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის, ასევე ა და ბ სატუმბი სადგურების გაფართოება, აეროპორტის, ინდუსტრიული და კახაბრის დასახლებების წყალარინება, ინჯალოს წყლის სამარაგე რეზერვუარის, წყალსადენის და სასმელი წყლის მკვებავი ხაზის მშენებლობა, მეჯინისწყლის ჭაბურღილების წარმადობის გაზრდა, ჩაქვის წყლის სათავე ნაგებობის და მაგისტრალური წყალსადენის რეაბილიტაცია, ხელვაჩაურის და აეროპორტის წყალმომარაგების ქსელის მოწყობა.