დიდთოვლობა მაღალმთიანეთში

13 იანვარი 2024, 12:08 663 ნახვა

დიდთოვლობა ხულოში. მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 80 სმ-მდეა, დაბალ ზონაში კი 50 სმ მდე. გზებს ამ ეტაპზე 12 ერთეული ტექნიკა წმენდს. დიდთოვლობის გამო შეფერხებებია ნაწილობრივ ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ.  

ხულოს მერის ინფორმაციით შესაბამისი ბრიგადები მუშაობენ დაზიანების აღსადგენად. ამ დროისთვის გაწმენდილია სტრატეგიულ ობიექტებამდე მისასვლელი გზები.

რაც შეეხება ცენტრალურ მაგისტრალს ავტომობილების მოძრაობა თავისუფლად არის შესაძლებელი. თოვს შუახევშიც. აქ თოვლის საფარმა 50 სმ -ს მიაღწია. გზების გაწმენდით სამუშაოებზე 7 ერთეული ტექნიკა მუშაობს.

აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით მუნიციპალიტეტებში სულ  28 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში