"არაფერია უფრო სასტიკი და ამაზრზენი, ვიდრე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რომელიც ისრაელს ღაზაზე თავდასხმის გამო პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდში ადანაშაულებს''. ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა განაცხადა. სარჩელის განხილვა, რომელიც სასამართლოში სამხრეთ აფრიკამ შეიტანა, 11 იანვარს უნდა დაიწყოს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან საუბრისას, ჰერცოგმა სამხრეთ აფრიკა ფარისევლობაში დაადანაშაულა საქმის წამოწყებისთვის და მადლობა გადაუხადა ვაშინგტონს ისრაელის მხარდაჭერისთვის.
ჰამასის მართული ღაზას ჯანდაცვის ორგანოების მონაცემებით, ისრაელ-ჰამასის სამ თვიანი ომის შედეგად 23 ათასზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.